Friday, June 15, 2012

რა არის მუსიკა ჩემთვის


მუსიკა ჩემთვის ჰობზე გაცილებით მეტია.ის ცემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.ყოველგე რამდენიმეჯერ ვუსმენ სიმღერებს,რომლებიც განწყობილების ამაღლებაში მეხმარება.
მუსიკა ეს არის საერთაშორისო ენა,რომლის მეშვეობითაც ჩვენს ემოციებს ვუზიარებთ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს.
                                                   
                                                          რა არის მუსიკა?
მუსიკა არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია.

ქუჩის მუსიკის დღე

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების უნიკალური შანსი

ერთადერთი დღე ლიტვაში, როცა ყველა ქალაქი ერთიანდება, რათა დაუკრას, იცეკვოს, გამოიწვიოს ხმაური და უბრალოდ იგრძნოს ქუჩის გულისცემა.ეს დღე არის ქუჩის მუსიკის დღე, რომელიც 2007 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება. ფესტივალის დამაარსებელია ლიტველი მუსიკოსი ანდრიუს მამონტვასი, რომელმაც ეს დღე შესანიშნავ ტრადიციად აქცია და მუსიკის ჰანგები ქუჩაში ააჟღერა.

ყოველი მაისის პირველი შაბათი, მუსიკის მოყვარულთა ზეიმის დღეა. მნიშვნელობა არ აქვს შენს ასაკს, წარმომავლობას, მოყვარული ხარ თუ პროფესიონალი, ცეკვავ თუ მღერი, მთავარია შეურთდე ხალხის მასას და იგრძნო მუსიკა. ფესტივალის დამაარსებელის აზრით ეს არის დღესასწაული, რომლის ორგანიზება ლიტველმა ხალხმა თავის თავზე აიღო და არაჩვეულებრივი დღე მიუძღვნა საკუთარ ქვეყანას, მთავრობის მხარდაჭერის ან სხვა დაფინანსებების გარეშე. ეს არის ხალხის გაერთიანების, ერთსულოვნების უნიკალური შესაძლებლობა.

2007 წელს ფესტივალი მხოლოდ ვილნიუსის ქუჩებში მიმდინარეობდა, მოგვიანობით კი ფართო განვითარება ჰპოვა და 2009 წლიდან ლიტვის ყველა დიდ ქალაქში გავრცელდა, მუნიციპალიტეტებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში და საუკეთესო ატმოსფეროს შექმნით დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მონაწილეთა რიცხვი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

ანდრიუს მამონტავოსი იმედოვნებს, რომ ქუჩის მუსიკის დღე მალე საერთაშორისო ფესტივალი გახდება და გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. მუსიკა, ერთიანი სული, სწრაფვა გაერთიანებისკენ, სულ მცირე ერთი დღით მაინც დაავიწყებს საერთაშორისო საზოგადობას პრობლემებს და აღარ იარსებებს შური, აგრესია, დაძაბულობა. მხოლოდ პოზიტიური ენერგია იგრძნობა ქუჩაში.

ეს ინიციატივა გვიპირდება არა მარტო გართობას, საუკეთესო დროის გატარებას, არამედ კარგი საშუალება ბენდებისთვის გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა და სიყვარული. სურვილის შემთხვევაში კი ზოგიერთი მუსიკოსი შემოწრულობის სახით ფულად რესურსსაც იღებს. ეს ყველაფერი უფრო დიდ მოტივაციას აძლევს მუსიკოს, რომ მაღალი ხარისხი აჩვენოს და უბრალოდ გაერთოს. ამდაგვარი შეწირულობების მიღება რა თქმა უნდა არ არის ფესტივალის მიზანი. ამ ჟესტით შეიძლება უბრალოდ ვაჩვენოთ თუ როგორ ვაფასებთ მუსიკოსების ნიჭს.

წყარო

მუსიკის მარადიული მოწაფე


515-ე კლასი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
სამი ხელოვანი მუსიკის გენიას ეჭიდება. ოთახში ალბათ პლიუს ოცდაათი გრადუსია. კონცერტმაისტერ სოფო გოშაძის თითები კლავიშებზე კარნავალს მართავენ, მომღერალი მამუკა ტეფნაძე დონ-ჟუანის ერთ-ერთ არიას იმეორებს, ბგერები ჰაერში ირევიან და მგონია, ხმა შენობას დაანგრევს. ივლისში დონ ჟუანის განახლებული წარმოდგენა იმართება და დირიჟორი მამუკას თითოეულ სუნთქვას და ბგერას უკვირდება. აჩერებს.
მუსიკალური ტერმინები ასევე მუსიკალურ იტალიურ ენაზე გამუდმებით ისმის.
ეს არის ის, რითაც იწყება ოპერა, - გოგი ჭიჭინაძის რეპლიკები პაუზებს შორის ამოსუნთქვასავით ჟღერს.
რეპეტიციის შეწყვეტას და საუბრის დაწყებას არც ვფიქრობ, მინდა მეც გავყვე ამ მუსიკას და წაიშალოს დრო და სივრცე, თუმცა...
ემოციებიდან მოსული ხელოვანი
„ბავშვობის შეგრძნებებიდან, ემოციებიდან მოვდივარ ისევე, როგორც ყველა ადამიანი და შემოქმედი. თავს გადახდენილ ამბებს მტკივნეულად აღვიქვამდი და ეს ყოველთვის მიკვირდა საკუთარ თავში. უამრავ რამეს ვგრძნობდი და განვიცდიდი, თუმცა ვერ ვაანალიზებდი, არსს ვერ ვწვდებოდი. ჩვეულებრივი მოზარდი ვიყავი ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დიდი ემოციურობა, რაც ჩემი დამსახურება არ არის, გარკვეულ ჭიდილს და მეტოქეობას იწვევდა გონებასა და გულში. ამგვარი აღქმა ძალიან ბევრ ფერს მატებდა ყოველდღიურობას. უკვე შემდეგ ამ განცდების გადატანა მუსიკაში შევძელი, რაც ძალიან მეხმარება“.
გოგი ჭიჭინაძე 18 წლის იყო, როცა პირველად უდირიჟორა ორკესტრს მოსკოვში. საქართველოშიც ადრეულ, 23 წლის ასაკში მოუწია პროფესიული კარიერის დაწყება. თუმცა მანამდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტი და პარალელურად საოპერო სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი იყო. 2004 წლიდან ხელოვანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორია. პარალელურად ასწავლის კონსერვატორიაში.
თანდაყოლილმა სურვილმა, ეპოვა პასუხები კითხვაზე „რატომ“ და „როგორ“ სამყარო გაცილებით მრავალფეროვანი და პატარა გახადა მისთვის:
„მოსკოვში ვიზრდებოდი. პატარაობისას, როცა სულ რაღაც ორი-სამი წლის ვიყავი, მყისიერად შემეძლო სადმე დავკარგულიყავი. ამგვარი გაუჩინარებები ხშირი იყო. როგორც დედაჩემი იხსენებს, ყოველთვის ქუჩაში მპოულობდნენ და რამდენიმე ადამიანის საუბარს ვისმენდი. ახლაც მიყვარს ასეთი დაკვირვებები: შინაარსობრივ მხარეზე მეტად, სათქმელის გამოხატვის ფორმები მხიბლავს: როგორ აისახება განცდები ადამიანის სახეზე, მის ჟესტიკულაციაზე, ინტონაციაზე, თვალებზე, სუნთქვაზე... კითხვაზე „რა“ მეტად ჩემთვის გაცილებით მნიშველოვანი იყო „როგორ“. ჩემთვის არსი ინტონაციაა, ბგერითი ინფორმაცია, ემოცია.
იმისთვის, ვისთვისაც არსი ინტონაციაა, მუსიკა გადარჩენაა. ამ გადარჩენის გზაზე თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა: უდირიჟორა ათეულობით ქვეყნის ცნობილ ორკესტრებს, 200-ზე მეტი კონცერტი გამართა, მას ერთნაირად კარგად ღებულობენ ტრადიციულ-ნოვატორულ იაპონიაშიც და ორთოდოქსალურ სირიაში:
„არც კი ვიცი, რამდენად მიყვარს ან მიყვარს კი ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ?! მაგრამ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბგერისა და ნოტის გარეშე დარჩენილი ალბათ თავს ვერ მოვიკლავდი, მაგრამ ჩემს არსებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა.
ხელოვნება არა მარტო სილამაზეს, ზოგადად, ყველაფერს იტევს: მას სჩვევია იატაკიდან ნაგვის აღებაც, ყოველდიური სიმახინჯეების ამოკრეფვაც, თუმცა ამ ყველაფერს ის შესაბამის ფორმაში აქცევს. მუსიკა ერთნაირი ექსპრესიულობით გვიყვება სიყვარულზე, სიძულვილზე, ერთგულებაზე, ღალატზე... ჭეშმარიტმა ხელოვანმა პირდაპირ კი არ უნდა გადმოიტანოს რეალობაში არსებული თემები, მას გარკვეული სამოსი უნდა მოარგოს და შესთავაზოს მსმენელს თუ მაყურებელს. ადამიანს ხელოვანის ანალიზის შედეგად გადამუშავებული რეალობის დანახვა სურს, სადაც ესთეტიურად იქნება გადმოცემული ამბები და ადამიანთა ისტორიები. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედმა ახალი სინამდვილეც კი უნდა შექმნას, სადაც რეალურად არსებული მოვლენებს და ადამიანებს ექნებათ თავიანთი ადგილი.
შეგრძნებებზე შეყვარებული დირიჟორი თუ არშემდგარი ლიტერატორი
„ერთ დროს ვწერდი, ესსებში გადამქონდა ფიქრები და განცდები. კნუტ ჰამსუნზე დავიწყე წერა, საკმაოდ გატაცებული ვიყავი ამით და ვგრძნობდი, რომ გაკრვეულ შედეგამდე მივიდოდი. თუმცა იმ პერიოდში სრულიად ახალგაზრდას, 23 წლის ასაკში სადირიჟორო დებიუტი მქონდა ქუთაისის ორკესტთან. როგორც კი საბოლოოდ შევდგი ფეხი მუსიკალურ სფეროში და დაიწყო ჩემი, როგორც დირიჟორის კარიერა საქართველოში, ის ნაწერები გადავდე და მიმავიწყდა კიდეც. შესაძლოა, რომ არა მუსიკა, სათქმელი ლიტერატურით მეთქვა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მიმართულებით გამიტაცა. არ შემრცხვება ამის თქმა: ახლაც რომ ვკითხულობ ჩემს შენახულ ნაწერებს, საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია. თუმცა მუსიკით იმდენად ვარ შეპყრობილი, რომ არც მაქვს სხვა რამის კეთების საშუალება და რასაკვირველია, სურვილიც. 

Friday, June 8, 2012

ლეგენდარული ჯგუფი

ჯგუფი "ნირვანა"

imageნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. 1991 წელს, სინგლის " Smells Like Teen Spirit"-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა ელის ინ ჩენსი, პერლ ჯემი და საუნდგარდენი ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid-ის გავლენის ქვეშ. რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.

1989 წლის ივნისში ნირვნამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach, რომლის ტირაჟი 35 000 ეგზემპლარს შეადგენდა. ამ ალბომში იგრძნობოდა ჯგუფების The Melvins, Mudhoney, Black Sabbath- ისა და Led Zeppelin- ის გავლენა. 1989 წლის 22 ივნისს ნირვანა გაემგზავრა ამერიკულ ტურნეში და 26 ქალაქს ეწვია. 2001 წელს ნოვოსელიჩმა Rolling Stone-თან ინტერვიუში თქვა რომ ტურნეს დროს ნირვანას წევრები The Smithereens-სა ( ალტერნატიული როკი ) და Celtic Frost-ს ( ბლექ მეტალი ) ის სიმღერებს უსმენდნენ. მისი აზრით ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პირველ ალბომზე. ნირვანას პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა მალე მოიპოვა პოპულარობა ამერიკის პატარა კოლეჯ რადიოებში.
ალბომის ჩაწერისთვის აუცილებელი თანხა 606 დოლარი და 17 ცენტი ჯგუფს ჯეისონ ევერმანმა მისცა.ჯეისონ ევერმანი კურტს მისმა მეგობარმა სილან კარლსონმა გააცნო (კარლსონი აგრეთვე არის ნირვანას სიმღერის In Bloom (სუბიექტი) ჩენინგს კი ის ბავშვობიდან იცნობდა. ევერმანი თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებთან ერთად ატარებდა და როდესაც მათ ფული დაჭირდათ ჯეისონი სიამოვნებით დაეხმარა. მიუხედავად იმისა რომ Bleach ის სპონსორს ალბომის ჩაწერაში დიდი წყვიი არ მიუძღვის გარეკანზე მაინც წერია რომ ის იღებდა მონაწილეობას გიტარის პარტიის ჩაწერაში (ეს ასეც იყო).ჩაწერის შემდეგ ჯეისონი აგრძელებდა ნირვანას მეორე გიტარისტობას, მაგრამ მალე წავიდა. (ფული ნირვანას წევრებს მისთვის არ დაუბრუნებიათ) 1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს. ნირვანას ჟურნალი Melody Maker- უწევდა რეკლამირებას, და ჯგუფის ყველა კონცერტმა ანშლანგით ჩაიარა.

ბიბლიოთეკები

ქართული ხალხური მუსიკა და მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები : 0 / 00 / 0
მაისურაძე ნანა
| 1989 მეცნიერება | print 74გვ.
  დაკავება
კინოს და თეატრის მუსიკა : [რიდერი] 0 / 00 / 0
კორძაია, მანანა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 80 გვ.
 დაკავება
World music : the rough guide 0 / 10 / 1
Broughton, Simon.
New ed. | 1999- Rough Guides | print v. <1 > : ill., maps ; 24 cm.
 დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება

ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა - 780.3 W 80 - დასტები (მუშავდება)
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი : 0 / 11 / 2

| 2005 თბილისის სახელმწიფო უნ-ტის მესხეთის ფილიალი | print 331 გვ. : ილ. ; 25სმ.
        დაკავება

სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიოთეკა - 780.3 მ 94 - დასტები (მუშავდება)
მუსიკა : წიგნი + ინტერნეტი 0 / 10 / 1
ობრაიენი, ეილინ.
| 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა | print 103გვ. : ფერ. ილ.
 დაკავება

ლიტერატურის ოთახი - 780.8 ო 22 - დასტები (მუშავდება)
Новая практическая весьма понятная школа для скрипки : удобна так... 0 / 10 / 1
Баганц
| [1901] Циммерман | print [134]с. ; 34 cm.
 დაკავება

ივანე ბერიტაშვილის ბიბლიოთეკა - 787.2 H 72 - დასტები (მუშავდება)

როკ-მუსიკა და ქრისტიანობა

ქრისტიანის სულზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჯაზ-მუსიკა, როკ-მუსიკა, დისკო-მუსიკა, პანკ-მუსიკა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის სხვა ფორმები. ეს გავლენა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლება, არამედ ახალგაზრდობის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. როკ-კულტურა ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით ქამელეონივით იცვლება, დასახელებებსაც იცვლის და ახალ-ახალ სტილს ამკვიდრებს. ხანდახან იგი თითქოს უარყოფს კიდეც გუშინდელს და თავისი თავის წინააღმდეგ ჯანყდება, ამით კიდევ უფრო ცხოველ ინტერესს იწვევს და არსით კი მუდამ ერთი და იგივე რჩევა. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი, საძაგელი და შეურაცხმყოფელია ყოველი წესიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს მიუღებელია იგი ქრისტიანისათვის. თვით "როკ-ენ-როლის" წარმოშობა დასავლეთში "ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციად" აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი "კულტურა" პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი, საშინელი, სასიკვდილო ცოდვებით. ესენია: სიძვა ათასგვარი უკუღმართი გამოვლინებით, "თავისუფალი სიყვარული", ანუ ყოველგვარი სირცხვილის უგულებელყოფა, ნარკომანია თავისი საზარელი შედეგებით – დოზის გადამეტებით გამოწვეული სიკვდილით, ძალადობით, თვითმკვლელობით და ა.შ. აღარას ვამბობთ სრულიად თავაშვებულ ღმრთის გმობაზე, რომელიც ხშირად გაისმის როკ-სიმღერების ტექსტებსა და როკ-ვარსკვლავების გამომწვევ გამოსვლებში და რომელიც თან ახლავს მთელი ამ "ახალი კულტურის" შავბნელ ფილოსოფიას. და ყოველივე ამის გვერდით ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულების ჩვენება, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა სტკენდეს გულს ნამდვილ ქრისტიანს, რამეთუ ეს ყოველგვარი სიწმიდის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი.
ამგვარი სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთის საგმობი გამონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. იმისათვის, რომ საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდობის გონება და რაც შეიძლება მეტად გაავრცელონ დემონური გავლენა, სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ. "ქვეცნობიერი ინფორმაცია", ანუ საზარელი სიტყვები, მოწოდებები, წყევლა, რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მაშინაც კი, როდესაც სიმღერა მსმენელისათვის უცნობ ენაზეა დაწერილი. "როკ-ენ-როლში" ჩადებული ქვეცნობიერი ინფორმაციები შემდეგი ხასიათისაა:
ა) სექსუალური გაუკუღმართების ყველა სახე.
ბ) არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოწოდება.
გ) თვითმკვლელობის ჩაგონება.
დ) მკვლელობისა და ძალადობისაკენ მოხმობა.
ე) სატანის მსახურება.
უფრო ნათლად რომ გიჩვენოთ "როკ-ენ-როლის" დემონური, პირდაპირ სატანური სულისკვეთება, რამდენიმე დამახასიათებელ ფაქტს მოვიყვანთ:
თვით ტერმინი "როკ-ენ-როლი" კლივლენდის დისკოთეკის ერთ-ერთმა ჟოკეიმ მოიგონა. იგი გადმოსცემს ადამიანის სხეულის ორ მოძრაობას სექსუალური აქტის დროს და ამერიკის გეტოების ჟარგონიდანაა ნასესხები.
ბიტ-მუსიკა: "ბიტი" – ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით, რომელსაც დასარტყმელი ინსტრუმენტი და ბას-გიტარა გამოსცემენ. ეს "ბიტი" ახასიათებს როკ-მუსიკის მთელ რიტმს.
"მძიმე როკი" – აქ "ბიტი" ისე მოქმედებს, რომ სექსუალურ ინსტიქტებს აღაგზნებს.
"მსუსხავი როკი" – "ბიტი" ამძაფრებს ნერვიული სისტემის რეაქციას სხვადასხვა ჰალუცინოგენურ ნარკოტიკებზე.
"უშნო როკი" – აღაგზნებს ძალადობასთან, მკვლელობასთან და ჯანყთან დაკავშირებულ ინსტინქტებს.
"სატანური როკი" – მას საფუძველი "ბიტლებმა" ჩაუყარეს, როდესაც 1968 წელს "ეშმაკის თეთრი ალბომი" გამოუშვეს. ამ დროს პირველად გაჩნდა ქვეცნობიერი ინფორმაციები "სატანის სახარების" გადაცემისათვის.
"პანკ-როკი" – მისი მიზანი და ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიას კოლექტიური ძალადობის, სისტემატური დანაშაულებებისა და თვითმკვლელობისაკენ მოუწოდოს. "პანკ-როკისათვის" სრულიად მისაღები და დამახასიათებელია ამ ტიპის შემთხვევები: კონცერტის დროს მომღერალი პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს, ეკლებიანი სამაჯურით სცემს. "როკ-ენ-როლი" აქამდე ჯერ კიდევ 1985 წელს მივიდა ("პანკებს" ინგლისში უწინ ორივე სქესის მეძავებს უწოდებდნენ. ამ სიტყვის გვიანდელი თარგმანია "ნაძირალა").
"დისკო-მუსიკა" – ნიუ-იორკში გაჩნდა 1973 წელს "დიდი ამერიკული მეტროპოლიის" ჰომოსექსუალისტებს შორის. გაზეთი "დეილი ნიუზი" 1978 წელს ასე აანალიზებს დისკოს ფენომენს: "ისინი (მუსიკოსები) ერთმანეთისაგან გამაყრუებელი მუსიკით არიან განცალკევებულნი და, თვალისმომჭრელ სინათლეში დანთქმულნი, ყველაფერს აკეთებენ, რაც თავში მოუვათ, ისე რომ არც გვერდიდან უყურებენ თავიანთ თავს და არც არაფერს აანალიზებენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თითოეულ მათგანს ხელში სარკე უჭირავს, წინ მიიწევს და თან განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს გაიძახის: მე! მე! მე!"
აღსანიშნავია, რომ "როკ-ენ-როლის" ყველა ავტორი სატანური "ეკლესიის" წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. როდესაც ფირფიტას უშვებენ ანდა ახალი სიმღერის კონცერტზე გატანას აპირებენ, ისინი თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის "შესალოცად" უამრავ დემონს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა.
ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუპოვა.
მიკ ჯაგერი ("როლინ სთოუნზის" წევრი) სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი "ხორცშესხმულ ლუციფერს" უწოდებდა. ამას მისი სამი სიმღერაც მოწმობს: "ეშმაკისადმი კეთილგანწყობა", "მის სატანურ უდიდებულესობას" და "ჩემი ძმის, დემონის შელოცვა".
ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასოდეს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
ჯონ ლენონმა "ეშმაკის თეთრი ალბომის" საჯარო შესრულებისას თქვა: "ქრისტიანობა გადაშენდება – იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი – როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა".
"ბიტლების" სიმღერის ჩანაწერში "რევოლუცია #9" სიტყვა "#9" თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: "სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო."
ახალგაზრდებს კარგად ახსოვთ "ლედ ზეპელინების" ჯგუფის სიმღერა "კიბე ცისკენ". მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: "მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის", ხოლო სიტყვებში: "კიდევ გაქვთ დრო, რომ შეცვალოთ გზა, რომელსაც ადგახართ" – "საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას".
"ბლეკ ოუკ არკანზასის" ჯგუფის სიმღერაში "როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა" ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას გამოდის: "სატანა...
სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია...", რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის.
ფირფიტების ჩასაწყობი პაკეტებიც კი უკიდურესად გამომწვევადაა გაფორმებული. ესაა ეგზოტიკური და ეროტიკული, სატანური და სადისტური სურათები, რეკომენდაციები და სიმბოლოები, გადმობრუნებული სამკუთხედები (ეშმაკისა და ჯოჯოხეთის ქვესკნელის სიმბოლო), პირამიდები, პენტაგრამები, მაგიური წრეები და მრავალფეროვანი ჯადოსნური სიმბოლიკა, ფალიკური და ვაგინალური ნიშნები (მაგ. 666), ადამიანთა მსხვერპლშეწირვის, შავი მესების, ჯოჯოხეთური წარმოდგენების სცენები.
1981 წ. მთელ მსოფლიოში გაყიდული ფირფიტების 90 პროცენტი როკ-დისკები იყო (130 მილიონი წელიწადში, გარდა 100 მილიონი როკ-ალბომისა). ამგვარად, ეს ფენომენი მთლიანად მოიცავს მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროს თითქმის ყველა მოზარდს.
კიდევ ერთი რამ: როკ-კონცერტების უმრავლესობას დიდი მსხვერპლი ახლავს თან. გონდაკარგული ბრბოს ზედახორაში ზოგს თელავენ ან ახრჩობენ, ზოგს კი ნარკოტიკების ზედმეტი დოზა უღებს ბოლოს. ლოს-ანჟელესში ერთ-ერთ კონცერტზე 650 ახალგაზრდა დაიღუპა. და რადგანაც საცხედრეს მაცივრები უკვე გადატვირთული იყო, ამიტომ როკის 650 მსხვერპლი დერეფანში დაასვენეს. შენობაში სიკვდილის საზარელი სუნი დატრიალდა. გვამების ამოცნობა ვერ მოხერხდა – ეს ახალგაზრდები უმეტესად ოჯახიდან გამოქცეულები იყვნენ. ჟურნალისტ ქალს, ჯუდი არგაზონის, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟი მიჰყავდა, სატანამ ყურში ჩასჩურჩულა: "კარგად დააკვირდი, ეს ჩემი ნადავლია! ამ დარბაზში ჩემი ნადავლის გამოფენაა!"
ეს კი "მძიმე როკის" სტილის ჯგუფის "ა-ეს/დ-ეს"-ის ჯგუფის სიმღერის სიტყვები გახლავთ:
"მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშობელი,
გრიგალად მოვედი,
ჩემი ელვები მთელ ცას სერავენ,
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ შენ მოკვდები!
ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ,
ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს! მე მოვიპოვე ჩემი ზარები
და ჩემთან წაგიყვან, იქ, ჯოჯოხეთში!
შენ ჩემი იქნები!
ჯოჯოხეთის ზარები
დიახ, ჯოჯოხეთის ზარები!"
მაშ ასე! იქნებ ეს სახელი – "ჯოჯოხეთის ზარები" შეჰფერის ყველაზე მეტად ამ ჯოჯოხეთურ ხმაურს, ღრიანცელს, შეძახილებს, აღვირახსნილ ვნებებს, კაცის დაცემული ნების აულაგმავ თარეშს, მთელ ამ როკ-ჰიპ-ბიტ-ჰარდ-პანკ კოშმარს, რომელიც მსოფლიოში ყველა კუთხიდან დაუცხრომლად იწვევს თაყვანისმცემლებს შავბნელ შაბაშზე (ეს სახელი ჰქვია სწორედ "სატანური როკის" ერთ-ერთ ჯგუფს – "ბლეკ-საბათ"). აქ ადამიანებს ეშმაკთან შეუკრავთ წრე და გამალებით ცეკვავენ თავიანთ უკანასკნელ ცეკვას სოფლის აღსასრულის წინ, იმ სოფლისა, რომელიც საბოლოოდ დაადგა წარწყმედის გზას. როგორ ჰგავს ეს ყველაფერი შუა საუკუნეების ერთ ლეგენდას ფლეიტისტ გამალენზე, რომელმაც ფლეიტის ჯადოსნური ბგერებით იხსნა ქალაქი ვირთხებისაგან, მაგრამ რაკი საზღაური ვერ მიიღო, იმავ მუსიკით ქალაქიდან გაიტყუა ყველა ბავშვი, კლდის ნაპრალში შეიყვანა ისინი და დაღუპა.
ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც მოისმინოს ამგვარი, თითქოს შედარებით "უწყინარი" სიმღერები. არა და არა! ეკალთაგან ყურძენს ვერავინ მოიწევს და ვერც ხენეში ხე გამოიღებს კეთილ ნაყოფს! შეუძლებელია, ჯოჯოხეთის ქვესკნელში ფესვგადგმული ხე უვნებელ ნაყოფს ისხამდეს. განა შეიძლება, ქრისტიანი ისე, გასართობად გაესაუბროს ეშმაკს, ანდა მასთან ერთად დაუაროს დავლური?
ასე რომ, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე "მსუბუქი" გატაცებაც კი როკ-მუსიკით არის საკუთარი სარწმუნოების ღალატი, უფლის შეურაცხყოფა, მისგან დაშორება, დამღუპველი ხიბლი, ბნელეთის სულებთან ერთობა და სატანასთან გათამაშება!
მაშ შეინანე, თუ ოდესმე გქონია ეს გატაცება და ნუღარასოდეს დაუბრუნდები მას!

გამოყენებულია კათოლიკე მღვდლის ჟან-პოლ-რეჟიმბალის სტატია "როკ-ენ-როლი".
წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის“

ჯაზი-საფუძველი როკისა და პოპის ჩამოყალიბებისაა


ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“

მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.




საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი , კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.

მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი ( და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ , არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.

ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.

ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები
ჯაზმა საძველი ჩაუყარა თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების ჩამოყალიბებას.
1930წელს იმპროვიზებულ ჯაზს გამოეყო კომერციული ჯაზი,რომელიც საფუძვლად დაედო პოპ-მუსიკას.
1950იან წლებში,ჯაზისა და პოპ-მუსიკის ზეგავლენით,დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა მუსიკალური მიმდინარეობა როკი,რომელიც გამოხატავდა პროტესტს ნეგატიური მოვლენების მიმართ.