Friday, June 15, 2012

ქუჩის მუსიკის დღე

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების უნიკალური შანსი

ერთადერთი დღე ლიტვაში, როცა ყველა ქალაქი ერთიანდება, რათა დაუკრას, იცეკვოს, გამოიწვიოს ხმაური და უბრალოდ იგრძნოს ქუჩის გულისცემა.ეს დღე არის ქუჩის მუსიკის დღე, რომელიც 2007 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება. ფესტივალის დამაარსებელია ლიტველი მუსიკოსი ანდრიუს მამონტვასი, რომელმაც ეს დღე შესანიშნავ ტრადიციად აქცია და მუსიკის ჰანგები ქუჩაში ააჟღერა.

ყოველი მაისის პირველი შაბათი, მუსიკის მოყვარულთა ზეიმის დღეა. მნიშვნელობა არ აქვს შენს ასაკს, წარმომავლობას, მოყვარული ხარ თუ პროფესიონალი, ცეკვავ თუ მღერი, მთავარია შეურთდე ხალხის მასას და იგრძნო მუსიკა. ფესტივალის დამაარსებელის აზრით ეს არის დღესასწაული, რომლის ორგანიზება ლიტველმა ხალხმა თავის თავზე აიღო და არაჩვეულებრივი დღე მიუძღვნა საკუთარ ქვეყანას, მთავრობის მხარდაჭერის ან სხვა დაფინანსებების გარეშე. ეს არის ხალხის გაერთიანების, ერთსულოვნების უნიკალური შესაძლებლობა.

2007 წელს ფესტივალი მხოლოდ ვილნიუსის ქუჩებში მიმდინარეობდა, მოგვიანობით კი ფართო განვითარება ჰპოვა და 2009 წლიდან ლიტვის ყველა დიდ ქალაქში გავრცელდა, მუნიციპალიტეტებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში და საუკეთესო ატმოსფეროს შექმნით დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მონაწილეთა რიცხვი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

ანდრიუს მამონტავოსი იმედოვნებს, რომ ქუჩის მუსიკის დღე მალე საერთაშორისო ფესტივალი გახდება და გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. მუსიკა, ერთიანი სული, სწრაფვა გაერთიანებისკენ, სულ მცირე ერთი დღით მაინც დაავიწყებს საერთაშორისო საზოგადობას პრობლემებს და აღარ იარსებებს შური, აგრესია, დაძაბულობა. მხოლოდ პოზიტიური ენერგია იგრძნობა ქუჩაში.

ეს ინიციატივა გვიპირდება არა მარტო გართობას, საუკეთესო დროის გატარებას, არამედ კარგი საშუალება ბენდებისთვის გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა და სიყვარული. სურვილის შემთხვევაში კი ზოგიერთი მუსიკოსი შემოწრულობის სახით ფულად რესურსსაც იღებს. ეს ყველაფერი უფრო დიდ მოტივაციას აძლევს მუსიკოს, რომ მაღალი ხარისხი აჩვენოს და უბრალოდ გაერთოს. ამდაგვარი შეწირულობების მიღება რა თქმა უნდა არ არის ფესტივალის მიზანი. ამ ჟესტით შეიძლება უბრალოდ ვაჩვენოთ თუ როგორ ვაფასებთ მუსიკოსების ნიჭს.

წყარო

No comments:

Post a Comment