Thursday, June 7, 2012

იხილეთ საინტერესო ფაქტები კლასიკური კომპოზიციების მიღმა

ფრანც შუბერტის მე-8 სიმფონია მართლაც დაუმთავრებელია.სიმფონიას ტრადიციულად აქვს ოთხი მოქმედება. შუბერტმა დაასრულა ორი მოქმედება, შემდეგ კი უბრალოდ მიატოვა ეს პროექტი, მიზეზები კი დღემდე უცნობია. თუმცა აღმოჩნდა,რომ მან მესამე მოქმედების მონახაზი გააკეთა. საბოლოოდ კი ამ სიმფონიას არ აქვს დასრულებული სახე.
2) დვორჟაკის მე-9 სიმფონია

ეს სიმფონია ცნობილია როგორც: “From the New World” ან უბრალოდ “New World”. კომპოზიციამ ამგვარი სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ სახელგანთქმულმა ჩეხმა კომპოზიტორმა ბოჰევიიდან შეს შედევრი შექმნა 1893 წელს - მაშინ, როდესაც იმყოფებოდა ამერიკაში. თუმცა სახელს მსმენელი ხშირად შეცდომაშიც კი შეჰყავს, მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ამერიკული სიმფონია - სინამდვილეში კი ეს ასე არ არის ! არა მარტო ამერიკელებისთვის, არამედ მშობლიურ ბოჰემიაში მცხოვრები ხალხისთვისაც ეს სიმფონია იყო შთამაგონებელი. სწორედ ამიტომ ლენარდ ბერნსტაინი (ამერიკელი კომპოზიტორი) ამ სიმფონიას ერთი სიტყვით აღწერდა: ,,საერთაშორისო" (მულტინაციონალური)

1) კოპლენდის ფანფარა ჩვეულებრივი კაცისთვის

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, ცინცინატი ორკესტრის ხელმძღვანელმა აარონ კოპლენდის სთხოვა, რომ შეექმნა რაიმე ფანფარა ( fanfare), რომლის გამოყენებასაც შეძლებდნენ და შეასრულებდნენ კონცერტის მსვლელობისას. ხელმძღვანელმა შესთავაზა, რომ ეს ყოფილიყო მისალმება ჩვეულებრივი ჯარისკაცებისთვის. მსგავს თემაზე მანამდე პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ინგლისელ კომპოზიტორებსაც ჰქონდათ შექმნილი კომპოზიციები. თუმცა კომპლენდმა იფიქრა, რომ გაეკეთებინა მისალმება ოთხი თავისუფლებისათვის: შიშისგან განთავისუფლება,სურვილისგან განთავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება.

No comments:

Post a Comment