Thursday, June 7, 2012

ლეგენდარული ჯგუფი

♬ ბითლზის ქრონიკები/უიშვიათესი, უცნობი ფოტოები.

ინგლისურ როკ-ჯგუფს «The Beatles» წარდგენა რა თმა უნდა არ სჭირდება. ლივერპულელ
ოთხეულზე ყველამ იცის, მათაც კი ვინც მუსიკით საერთოდ არ ინტერესდება. 10 წელი - აქტიური
კონცერტების პერიოდში ისინი მუშაობდნენ ბევრ ჟანრსა და მიმართულებებში და შეძლეს
თაყვანისმცემლების ურიცხვი არმიის მოპოვება, რომელთა სიყვარულიც ჯგუფის წევრებისადმი
გიჟობის ფარგლებსაც კი სცდებოდა.
Ⓑ 1957 წლის 6 ივლისს, წმ. პეტრეს ტაძრის ბაღში, კონცერტზე, აივენ ვოხენმა ჯონ ლენონი
პოლ მაკარტნის გააცნო. ჯონი საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ იყო პოლის მუსიკალურ ნიჭთან
დაკავშირებით. ბიჭუნამ ყველა ტექსტი იცოდა რონ-ენ-როლის უკანასკნელი სიმღერებიდან.

წლების შემდეგ პოლი იხსენებდა, რომ ისიც გულწრფელად იყო გაოცებული ჯონის გიტარაზე
დაკვრით, განსაკუთრებით კი ბანჯოს მხოლოდ და მხოლოდ 4 სიმზე იღებდა აკორდებს. პოლმა
დაარწმუნა ამხანაგები და 2 კვირის შემდეგ ჯონმა მოწვევა გაუგზავნა ჯგუფის Quarrymen-ის წევრობაზე.


Ⓑ პიტ ბესტი-რთულია არ ვახსენოთ ეს ადამიანი, მან ხომ დიდი გავლენა იქონია ბიტლზებზე.
ბესტების ოჯახი ლივერპულში, დიდ სახლში ცხოვრობდა. ოჯახის უფროსმა ვაჟმა პიტმა გადაწყვიტა
სახლის სარდაფში კაფე მოეწყო ახალგაზრდებისთვის. პიტმა იქ ჯგუფი Quarrymen დაპატიჟა, რადგან
მათ გიტარისტ კენ ბრაუნს იცნობდა. მალე, ბარი საკმაოდ პოპულარული გახდა და უამრავი ხალხის
შეკრების ადგილად გადაიქცა.

სარდაფის ჭერი პოლმა მოხატა და კაფეს “Rainbow Room” დაარქვეს. როდესაც ბიტლზს გერმანიაში
წასვლა შესთავაზეს, პოლმა პიტს სთხოვა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაეკრა მათთან. პიტი დათანხმდა.

Ⓑ«The Beatles»-ის გამოსვლა ლივერპულში, Cavern Club-ში, 1961 წელს. ამ დროს პიტ ბესტი
კვლავ იყო მათ შემადგენლობაში. ის ჯგუფში 1962 წლამდე უკრავდა. მან არ მიიღო ჯგუფის საერთო
სტილი და სხვა წევრებთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა. 1962-დან ყველასთვის ცნობილი რინგო
სტარი გახდა მათი წევრი.

Ⓑ გოგონა, რომელიც პოლ მაკარტნის უყურებს და უცინის, ჯონ ლენონის მომავალი ცოლია:სინტია პაუელი.

No comments:

Post a Comment